ისე გახადეს, რომ გეგონება, სამშობლოს ღალატია პარლამენტში შესვლა - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 09.12.2020
ნანახია: 907

ალექსანდრე ელისაშვილმა Facebook მიმართვაში თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა.

"რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვენდობოდეთ. მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პატივსაცემი ადამიანი. მინდა ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრებიდან, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.

მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიტანოთ - საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს.

რთულად მივდივართ წინ, მაგრამ მე მჯერა, რომ იქიდან გამოვალ საქართველოს მომავლით. ისეთი საარჩევნო სისტემით და საარჩევნო წესებით გამოვალთ, რითაც ქვეყანა ამოისუნთქებს. მარტო ეს რომ გავაკეთო და მოვიპოვო მოლაპარაკებითაც, ჩხუბითაც პოლიტიკაში ყოფნით და მეტი არაფერი გამომივიდეს, ამით მთელი ცხოვრება კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები. ამით თუ გამოვალ შევალ პარლამენტში და ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმისთვის რომ პარლამენტში შევსულიყავით და შეგვესრულებინა ის, რასაც ხალხს ვპირდებოდით", - განაცხადა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე