ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულნი, იმიტომ რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:11 | 09.12.2020
ნანახია: 472

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ევროპული საქართელო ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა Facebook მიმართვაში ისაუბრა.

"ბოკერიას პარტია ამ შეხვედრებზე დადის მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ამიტომ უნდათ არიონ ყველაფერი თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. უნდათ ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა ჩავშალო". – ამბობს ალეკო ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე