გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 12:19 | 09.12.2020
ნანახია: 437

გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ , გვინდა რომ იყოს არა 20 პოლტიკური ცენტრი საქართველოში, არამედ სამი, რომ არ მოხდეს მუდმივად მკვეთრი დაპირისპირება და ვიყოთ ოპოზიციური ხმების შემკრები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

"ჩვენ, „სტრატეგია აღმშენებელს“ ნამდვილად გვინდა, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დიდი, მძლავრი ოპოზიციური ძალა, ისევე როგორც არის მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“. მგონია, ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. რა თქმა უნდა, იგივე ევროპულ დემოკრატიებს გადავხედავთ, გნებავთ აშშ-ს , არის ძირითადი რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ჩვენც გვინდა, რომ იყოს არა 20 პოლტიკური ცენტრი საქართველოში, არამედ სამი, რომ არ მოხდეს მუდმივად მკვეთრი დაპირისპირება და ვიყოთ ოპოზიციური ხმების შემკრები. ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ .

არ ვიტყოდი, რომ რამე დაპირისპირებაა , რა თქმა უნდა სხვადასხვა პარტიები ვართ, სხვადასხვა ხედვები გვაქვს, იმიტომაც ვართ ჩვენ „სტრატეგია აღმაშეენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ . თქვენ თუ გადახედავთ წინა საარჩევნო პოროგრამას და კამპანიას, დიახ, ამაზე იყო აგებული, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ მძლავრ პოლიტიკურ ცენტრად და ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს. ის რომ სამმა თვიშექმნილმა პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რაც ვაჩვენეთ, ერთი იმდენი კიდევ არჩევნებზე მოიპარეს, არ მგონია, ცუდი შედეგი იყო. ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს, რომ ჩამოვყალიბდეთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე