ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში იმ პროექტებითაა დაინტერესებული, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 21.01.2016
ნანახია: 1387

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა. შეხვედრა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.

ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ქყვეყნების გარდა, საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, რომლებიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ოპერაციებს ეფექტურად ახორციელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ბანკი კვლავაც დაინტერესებულია იმ პროექტების განხოციელებით, რომელიც საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა საჯარო სექტორში შეადგენს 480 მილიონი ევროს, კერძო სექტორში  კი 165 მილიონ ევროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე