არის საკითხები, სადაც თანხვედრა შესაძლებელია და საკითხები, სადაც პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან - ზურა ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 21:02 | 08.12.2020
ნანახია: 468

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რჩება პრინციპული საკითხები, რომელზეც შეთანხმება, ამ ეტაპზე, ვერ ხდება.

"გავაგრძელეთ საუბარი პუნქტების მიხედვით ხელისუფლების შემოთავაზებაზე და ჩვენს შეჯერებულ პოზიციებზე. არის გარკვეული საკითხები, სადაც თანხვედრა შესაძლებელია - ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებს და საარჩევნო პროცედურებს და არის სხვა პრინციპული საკითხები, სადაც პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ჯაფარიძის თქმით, ამ კუთხით სიახლე არ არის და ქართული ოცნება კვლავ თავის აზრზე რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე