საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 21.01.2016
ნანახია: 7442

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. იოვან პოპოვიჩის გუნდმა თურქეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 12:11 (იხილეთ სრული სტატისტიკა) დაამარცხა.

საქართველოს  ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებულიგამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 8:4 მოიგო და თითქოს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ თურქებმა ნელ-ნელაუპირატესობა გააბათილეს. გადამწყვეტი მარკო ელაჩას გოლი იყო, რომელიც ხორვატმა ლეგიონერმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრეგაიტანა და ანგარიში 12:10 გახადა.
თურქებმა დარჩენილ დროში ერთი გოლის გაქვითვაც მოასწრეს, გამარჯვება კი საქართველოს ნაკრებს დარჩა, რომელიც 22 იანვარს მე-13ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება.
თურქეთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-2-ჯერ აიღეს მეტოქის კარი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი კი ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა გაიტანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე