აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ სასტუმროების მენეჯერებს გააცნო

საქართველო, თბილისი - 15:00 | 21.01.2016
ნანახია: 1618

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სასტუმროების მენეჯერებს ახალი პროექტი, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გააცნო. მხარეებმა პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს პროექტის მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები, მისაღები სარგებელი და შედეგები.

„პროექტი „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზნად აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ხასიათის სტანდარტების წახალისებას ისახავს. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მსურველებმა 1 მარტამდე ტურიზმის დეპარტამენტში ან სპეციალურ ვებ გვერდზე www.recomend.ge უნდა შეავსონ განაცხადი“, აღნიშნა შეხვედრისას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის შედეგად გამოვლენილი ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ნიშას „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომელიც ტურისტებისთვის კონკრეტული ობიექტის სანდოობისა და ხარისხის ერთგვარ გარანტად იქცევა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალური ვებ-გვერდი www.recomend.ge იანვრის ბოლომდე ამოქმედდება. გვერდზე განთავსდება ტურიზმის დეპარტამენტის ახალ პროექტებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და განაცხადების ფორმები. დეპარტამენტი სასტუმროებისა და კვების ობიექტებისთვის პროექტის პრეზენტაციებს იანვრის ბოლომდე გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას რეგიონში არსებული წამყვანი სასტუმროების 15 -მდე მენეჯერი ესწრებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე