ლონდონის სამეფო სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში დამნაშავეებად დეპუტატი ანდრეი ლუგოვოი და ბიზნესმენი დიმიტრი კოვტუნი აღიარა

საქართველო, თბილისი - 14:23 | 21.01.2016
ნანახია: 3314

ლონდონის სამეფო სასამართლომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში დამნაშავეებად რუსეთის უმაღლესი სათათბიროს დეპუტატი ანდრეი ლუგოვოი და რუსი ბიზნესმენი დიმიტრი კოვტუნი აღიარა.

ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე The Guardian-ის ჟურნალისტი ლუქ ჰარდინგი წერს.

დიდმა ბრიტანეთმა იმ გარემოების შესწავლა დაიწყო, რა ვითარებაშიც ლიტვინენკო გარდაიცვალა.

ლონდონის პოლიციის ოფიციალური ვერსიით, ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. იმ დროისთვის ის უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნივთიერება ლიტვინენკოს ჭიქაში ყოფილმა კოლეგამ ანდრეი ლუგოვოიმ ჩაუყარა. ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ასევე დაადგინეს, რომ ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან კავშირი დიმიტრი კოვტუნსაც აქვს.

ლიტვინენკოს ოჯახის ადვოკატმა კი მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააკისრა.

მანამდე დასავლური მედია, წერდა, რომ ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის დადასტურების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები ამოქმედდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე