ბრიუსელში გია ყანჩელის 80 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:37 | 27.09.2015
ნანახია: 991

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის 80 წლის იუბილე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკაშირებით, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში (Palais des Beaux Arts - BOZAR) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება საიუბილეო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს; შესრულდება გია ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, საიუბილეო კონცერტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო და ფლანდრიის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი. კონცერტს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით იმართება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, კომპოზიტორის პირველი საიუბილეო კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის კონცერტჰაუზში შედგა. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობდა. ბელგია - სადაც გია ყანჩელის მორიგი საიუბილეო კონცერტი გაიმართება სწორედ ის ქვეყანაა, სადაც კომპოზიტორი წლების მანძილზე ცხოვრობს და მოღვაწეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე