საქართველოდან ერაყში ფქვილის ექსპორტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:55 | 21.01.2016
ნანახია: 1941

საქართველოდან ერაყში ფქვილის ექსპორტი დაიწყო. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, ბათუმში მოქმედმა წისქვილკომბინატებმა ერაყში  ფქვილის ექსპორტი დაიწყეს.

შ.პ.ს  „ორცვამ“ პალატის დახმარებით წარმოებული რამოდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დაასრულა და ხელშეკრულება გააფორმა ერაყის რამოდენიმე იმპორტიორთან, რომლის საფუძველზეც თვეში 1000 ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტი იგეგმება. უკვე რამოდენიმე პარტია გაგზავნილ იქნა ერაყში. შედეგად საწარმო სამცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადადის, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და რეგიონის ექსპორტის მოცულობა.

ამ დროისათვის ერაყში ფქვილის ექსპორტზე მოლაპარაკებებს შ.პ.ს „ურეხი“ და სხვა წისქვილკომბინატებიც აწარმოებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე