თინათინ ხიდაშელი პანკისის ხეობას ესტუმრება
საქართველო, თბილისი - 12:19 | 21.01.2016 ნანახია: 1636თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ამჯერად სოფელ წინუბანს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დუისში 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული სოფლის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ წინუბანს აუცილებლად ესტუმრებოდა, მანამდე კი, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიდნენ. ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში იმედა დარსალია სოფელ წინუბნის მცხოვრებთა პრობლემებს ისმენდნენ და მათ შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
მიმდინარე წლის 10 იანვარს პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კარი ყველასთვის ღიაა და ხეობის ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრისას სოფელ წინუბნის ახალგაზრდებს შეკითხვები და მოსაზრებები, სწორედ, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის საკითხზე ჰქონდათ.
„ადგილზე გავეცანით სოფელში არსებულ პრობლემებს. ახალგაზრდებს შეკითხვები აქვთ, თუ როგორ, რა გზით და რა ფორმით უნდა იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი მზაობაა. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება. ისინი კიდევ უფრო დეტალურად გასცემენ პასუხებს ახალგაზრდების შეკითხვებს. პანკისის ხეობას კვლავ ესტუმრება თავდაცვის მინისტრი, რომლის შეხვედრაც კონკრეტული პრობლემების მოგვარებზე იქნება ორიენტირებული “, - განაცხადა გიორგი მოლოდინმა.
პანკისის ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტი უახლოეს პერიოდში იგეგმება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა