ზურაბ ჯაფარიძემ ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა და მსურველებს სავარჯიშოდ ეპატიჟება
საქართველო, თბილისი - 15:11 | 29.11.2020 ნანახია: 273
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის რეფორმერის დარბაზი საცხოვრებელ სახლად იქირავა. ჯაფარიძემ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ვარჯიშის მსურველებს დარბაზში მისვლა შეუძლიათ.
"ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, მაქვს სავარჯიშო ინვენტარი".
ჯაფარიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეუძლიათ სტუმრად მის სახლში მივიდნენ და ივარჯიშონ.
მისივე თქმით, შრომის ინსპექცია დარბაზის დაჯარიმებას ვერ შეძლებს, რადგან სალარო აპარატი გამორთული იქნება.
"ხვალიდან უფლება არ აქვს არავის, რომ აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს თუ უნდა, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. აპარატი არ იმუშავებს", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ფიტნესკლუბი რეფორმერი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ დაემორჩილა და მუშაობა არ შეაჩერა, გუშინ, 28 ნოემბერს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის მიუხედავად, კლუბი დაუმორჩილებლობას აგრძელებს და დარბაზი დღესაც ღიაა.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
- საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული - გიორგი გახარია
- არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - გახარია
- გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს - დავით უსუფაშვილი
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა