Apple-ს ინდოეთში საფირმო მაღაზიის გახსნა სურს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 21.01.2016
ნანახია: 1320

Apple-ს ინდოეთში საფირმო მაღაზიის გახსნა სურს. კომპანიამ ინდოეთის მთავრობას საკუთარი საფირმო მაღაზიების ქსელის შესახებ განაცხადი უკვე წარუდგინა.

დღეისათვის ინდოეთში, მოსახლეობის რიცხოვნობით რიგით მეორე ქვეყანაში, iPhone-ს გაყიდვები შუამავლების საშუალებით ხორციელდება.

IDC-ის შეფასებით, ინდოეთის ბაზარზე Apple-ს წილი 2 %-ს შეადგენს.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ განვითარებადი ბაზრები „ჩაკბეჩილი ვაშლის“ გაყიდვების ზრდის ლოკომოტივი გახდება.

რამდენიმე ექსპერტი კი ფიქრობს, რომ წელს მსოფლიოში iPhone-ს გაყიდვები შარშანდელთან შედარებით შემცირდება.

დღეისათვის Apple მსოფლიოს მასშტაბით 460 საფირმო მაღაზიის მფლობელია. 2016 წელს კომპანია მაღაზიათა ქსელის ზრდას კიდევ 50 მაღაზიით გეგმავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე