საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო - „2015 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“

საქართველო, თბილისი - 15:10 | 20.01.2016
ნანახია: 1432

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს, „2015 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო გაიცა Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ ფარგლებში.

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე