სამთო კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 20.01.2016
ნანახია: 1770

სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის წახალისებასა და აღნიშნული კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამთო კურორტებზე თოვლზე სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება ჩათვლის გარეშე გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან.

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შესული აღნიშნული ცვლილება, ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში და ტურისტული პოტენციალის ზრდას.    

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე