საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარულობით „ვაფლის ჭიქის“ ნაყინი სარგებლობს

საქართველო, თბილისი - 14:42 | 20.01.2016
ნანახია: 3523

საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარულობით „ვაფლის ჭიქის“ ნაყინი სარგებლობს, რომელსაც ბაზრის 52 %-ი უკავია. მარკეტინგული კვლევების სააგენტო „GAMMA“-მ საქართველოს ნაყინის ბაზრის მოკლე მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ნაყინის კომპანიებს შორის, გასულ სეზონზე, უპირობო ლიდერი „ქართუ უნივერსალი“ იყო, რომელმაც ბაზრის 49 % დაიკავა, კომპანია „ბარამბო“ -32%, კომპანია „აისი“, რომლის პროდუქციასაც მომხარებლები „გურჯაანის“ სახელით იცნობენ, ბაზრის 10%-ს ფლობს, ხოლო კომპანია „ლიდერი XXI” - 4.5 %-ით მე-4 ადგილი დაიკავა . დანარჩენმა მწარმოებლები რეალიზაციაში მხოლოდ 4,5 % უკავიათ.

მარკეტინგული კვლევების სააგენტო „GAMMA“-ს მონაცემებით, თითოპორციან სეგმენტში მომხმარებლებს შორის, გაყიდვების მიხედვით, ყველაზე დიდი პოპულარობით „ვაფლის ჭიქის“ ნაყინი სარგებლობს, რომელზეც ბაზრის 52 % მოდის, შემდეგ „ესკიმო“ - 26 %, „კორნეტო“ - 14 %. კვლევის მიხედვით, „სენდვიჩს“ ნუგბარის წილი 6% შეადგენს. ყველა სხვა კატეგორიების წილი მხოლოდ 2 %-ია.

მრავალპორციანი (საოჯახო) ნაყინის სეგმენტში გაყიდვების 98 % მოდის კონტეინერზე/ვედროზე, მხოლოდ 2 % ნაყინის ტორტებზე, ბრიკეტებზე.

ნაყინის ბაზარი გაყიდვების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად - 86 % თითიპორციანი და შესაბამისად მრავალპორციანი -14% .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე