თბილიში, ლერმონტოვის #10-ში მდებარე შენობაში სასტუმრო განთავსდება.

საქართველო, თბილისი - 14:14 | 20.01.2016
ნანახია: 1456

თბილიში, ლერმონტოვის #10-ში მდებარე შენობაში სასტუმრო განთავსდება. შენობა, რომელშიც წლების უკან ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული, ხოლო შემდგომ თბილისის საკრებულო კომპანია „ლერმონტ“-მა „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისგან“ უპირობო აქუციონზე იყიდა. „ლერმონტ“-მა შენობის რეკონსტრუქცია უკვე დაიწყო და სამუშაოებიც სწრაფ რეჟიმში წარმოებს.

შპს „ლერმონტ“-ის დამფუძნებელი და კომპანიის ხელმძვანელი დავით კუპრაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისათვის შენობის ფასადის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ლერმონტოვის ქ. №10-ში არსებული 1363 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება აუქციონზე 4 527125 ლარი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე