სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 20.01.2016
ნანახია: 1320

2016 წლის 20 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 14 575 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.490 პროცენტით, მაქსიმალური 14.950პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.772 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე