ცესკოს სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც დეპუტატი არ დაემორჩილა

საქართველო, თბილისი - 19:19 | 13.11.2020
ნანახია: 578

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც დასკვნითი სხდომაა, ხმაურია. სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, თუცა გოგორიშვილი არ დაემორჩილა. გამოცხადდა შესვენება.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს.

"ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოთ, რის მიხედვით აჯამებთ დღეს პროპოპრციული არჩევნების შედეგებს, საუბნო კომისიების ოქმების მიხედვით თუ საოლქო კომისიების ოქმების მიხედვით", - მიმართა გოგორიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს.

სიტყვიერი შელაპარაკება დეპუტატსა და თამარ ჟვანიას შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

"გაბრძანდებით გარეთ, თუ არ გაჩუმდებით...სხდომის წამყვანი ხომ არ ხართ?!“, - მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

ამის შემდეგ ჟვანიამ გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. ხმათა უმრავლესობით დეპუტატის გაძევება გადაწყდა, თუმცა დაცვის პოლიციამ გოგორიშვილის გაყვანა სხდომიდან ვერ შეძლო.

"გაძევებული როგორ ვარ, აგერ აქ ვდგავარ. არ დავტოვებ სხდომას. პარლამენტის წევრი ვარ...პარლამენტის წევრი ვარ და ხელს ვერ მომკიდებთ", - განაცხადა გოგორიშვილი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა იმართება. სხდომაზე 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე