ივანიშვილის კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე, ჩვეულებრივი ადამიანები კი 2000 ლარით დააჯარიმეს - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 13:58 | 13.11.2020
ნანახია: 487

ეს არის ფაქტობრივი დემონსტრირება, რა სამარცხვინო და არაადეკვატურია ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გუშინდელი თამაშის შემდგომ განვითარებულ მოვლენების შესახებ განაცხადა.

"სამარცხვინო იყო ის ფაქტი, რაც მოყვა ამას - იმ ხალხის დაჯარიმება, რომლებიც საგულშემატკივროდ იყვნენ მისულნი მაშინ, როცა ივანიშვილის გარემოცვიდან სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე, რათა ეჩვენებინათ ხალხისთვის, როგორ გულშემატკივრობდნენ გუნდს. მხოლოდ ამის პრივილეგია ჰქონდათ და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ დღესაც კი 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ეს არის ფაქტობრივი დემონსტრირება, რა სამარცხვინო და არაადეკვატურია ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის რატომაა ეროვნული ამოცანა მისი შეცვლა",-თქვა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.

იმ დროს, როცა გულშემატკივრები მატჩს გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს, ქართული ოცნების ლიდერები სტადიონის ტრიბუნიდან უყურებდნენ ნაკრების თამაშს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე