პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 19:08 | 12.11.2020
ნანახია: 591

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოხატეს სურვილი, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს.

"პირველი შეხვედრა იყო, მადლობა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილიტაციით მოხდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ხელისუფლების მხრიდან მათი პოზიცია. ეს იყო და ეს, ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი, ჯერჯერობით, არ ვიცი. ჩვენი და ჩვენი ფასილიტატორების სურვილი და ზოგადი ატმოსფერო არის ისეთი, რომ ვთვლით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე