რთული პროცესია, მაგრამ ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 19:01 | 12.11.2020
ნანახია: 432

რთული პროცესია, მაგრამ ამ პროცესში როგორც პასუხისმგებლიან ოპოზიციას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე. ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდთან დიალოგის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები უზარმაზარია. ჩვენი ამოცანა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების არის ის, რომ თანდათან ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ ამ პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის რაც ქვეყნისთვის ცუდი და უკანონოა, ვერ შედეგება კომპრომისი იმის ხარჯზე. ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები შეთანხმებისკენ წასვლას მოვახერხებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მათი პოზიცია უცლელია და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისა და საზოგადოებისთვის კონსოლიდაციისთვის, ხელახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

"მე ვერ გავახმოვანებ მმართველი გუნდის პოზიციას, მოლაპარაკებებზე ეს არასწორია და ამას ვერ და არ გავაკეთებ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის საზოგადოებისთვის კონსოლიდაციისთვის, ხელახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. მმართველი გუნდის პოზიციის გახმოვანება ჩემგან არაკორექტულია, თუმცა ვაფიქსირებ, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებში, ამიტომ არის ძალიან რთული პროცესი. იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ განსხვავებებს შევამცირებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მივიღოთ ის, რაც მიუღებელია",- თქვა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე