ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 18:54 | 12.11.2020
ნანახია: 475

ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა.

ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა, ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის, მათ მხარდაჭერის პოზიტიური მნიშვნელობა. მან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ჩვენ ქვეყნის ინტერესებშია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე