სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება, წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა გაფართოვდეს - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 18:22 | 12.11.2020
ნანახია: 685

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ნაწილობრივი ლოქდაუნი შეიძლება გაფართოვდეს და ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

გამყრელიძის თქმით, სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება.

"ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება კიდევ გაფართოვდეს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ სრული ლოქდაუნი, ამ ეტაპზე არ განიხილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3120 - ით გაიზარდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე