მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთლევის შემდეგ დგება შედეგები - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:52 | 12.11.2020
ნანახია: 435

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრიდან გამოსული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით.

"მოთელვაა და ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ - პარლამენტში არ შევდივართ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით. მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთლევის შემდეგ დგება შედეგები, ვნახოთ, რა შედეგი დადგება. რაუნდები დაწყებულია, ერთი შეხვედრით რომ წყდებოდეს ასეთი გლობალური პრობლემები... ქუჩის აქციების მოხსნა არ იგეგმება. მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის", - თქვა ნათელაშვილმა.

რეზიდენციაში შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ბოლო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ევროკავშირის ელჩი ესწრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე