თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 12.11.2020
ნანახია: 568

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მაშველებმა სახლში ერთი კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე