გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 12.11.2020
ნანახია: 553

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კობიაშვილის წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი.

საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს უნდა გადასცემოდათ, თუმცა ამ დრომდე მათი შერჩევა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს. განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილი დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე