მშვიდობა ყარაბაღში სომხეთსაც სიკეთეს მოუტანს - ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 13:15 | 12.11.2020
ნანახია: 752

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბაქოში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარება სიკეთეს მოუტანს რეგიონის ქვეყნებს და მათ შორის სომხეთსაც.

 „სომხეთს უნდა ესმოდეს, რომ მშვიდბა რეგიონში სიკეთეს მასვე მოუტანს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, წლების განმავლობაში რეგიონში ხორციელდება უამრავი პროექტი, რომლებმაც სარგებელი მოუტანეს თუქრეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, სომხეთი ასევე სარგებელს მიიღებე თუ მეზობლებთან ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ანკარა ბაქოს ყველა ნაბიჯს მხარს დაუჭერს დაბრუნებული ტერიტორიების განვითარებისათვის.

 „რა ნაბიჯები იქნება და როდის გადაიდგემება - ამაზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება აზერბაიჯანის სურვილზე, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

9 ნოემბერს რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას. რუსეთმა  ყარაბაღის ტერიტორიაზე სამშვიდობოების განლაგება უკვე დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე