ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 2 358 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 12.11.2020
ნანახია: 491

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 69 681-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

კორონავირუსმა ბოლო დღე-ღამეში კიდევ 33 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 599-ს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე