დესტრუქციულ ქმედებებსა და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 10:52 | 12.11.2020
ნანახია: 440

დესტრუქციულ ქმედებებს და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება, - თქვა საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ პოლიტიკური დგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ. ეს არისჩვენი მოსახლეობის დავალება.

„კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები გაგრძელდება. თუმცა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქარტველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში. ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი - ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე. ყველას უნდა გვასხოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ - როდესაც მძვინვარებდა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი, როდესაც გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო პირდაპირ გამიზნული მესიჯი თითოეული ჩვენი პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ქვეყანაში კრიზისებიდან”,- თქვა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე