73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 12.11.2020
ნანახია: 444

73 წლის მამაკცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.

შემთხვევის მიზეზი უცნობია, ის პალატაში მარტო იმყოფებოდა. მამაკაცი კოვიდინფიცირებული იყო და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა.

სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მას მრავლობითი მოტეხილობები და მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, გადაუდებელი დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის მიზეზი უცნობია, შემთხვევის დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე