მოსამართლემ ნოდარ რუხაძეს 1 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, გიორგი მჟავანაძეს კი 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 23:28 | 11.11.2020
ნანახია: 618

მოსამართლე თამარ მეშველიანმა სირცხვილიას ორ აქტივისტის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის განაჩენი გამოაცხადა. მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ნოდარ რუხაძე კი 1 500 ლარით დაჯარიმდა.

გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.

 

რუხაძე და მჟავანაძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე