ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით

საქართველო, თბილისი - 20:18 | 26.09.2015
ნანახია: 2218

საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში, ბოლო პერიოდში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, რომელთა მიზანიცაა ღია, ლიბერალური და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ენერგეტიკის სექტორის შექნა, რომელიც გაუძლებს ბაზარზე შესაძლებელ რყევებს. ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან გატანილი ექსპორტის ოდენობა აღემატება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისკენ და შესაბამისი მოლაპარაკებების დასრულებისკენ 2016 წლის სექტემბრისთვის”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე