ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 22:47 | 11.11.2020
ნანახია: 473

დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ის საავამდოყოფში მას შემდეგ მოხვდა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრია და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა.

შემთხვეის მიზეზი უცნობია, შემთხვევის დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე