საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან - ევროპარლამენტარები
საქართველო, თბილისი - 18:35 | 11.11.2020 ნანახია: 829ლიეტუველი ევროპარლამენტარები - ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხმიანებიან და განცხადებას ავრცელებენ.
ერთობლივ განცხადებაში ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ "საქართველოს მთავრობას მმართველ პარტიასთან ერთად აქვს პასუხისმგებლობა, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან, ქართული დემოკრატიისთვის".
ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერები.
დეპუტატების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური ალტერნატივა, საარჩევნო პროცესზე გავლენა მოახდინა ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა, ასევე იმან, რაც ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აღნიშნა - რომ წაშლილი იყო მიჯნა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის როგორც კამპანიის, ისე არჩევნების დღეს. ამან კი, საბოლოო ჯამში, შეამცირა საზოგადოების ნდობა.
"ვითარება დამძიმდა ცნობებით, რომ როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უარი ეთქვათ საჩივრების სამართლიანად განხილვაზე. ყველა საჩივრის სამართლიანად და გამჭვირვალედ განხილვა კვლავ რჩება წინაპირობად, ჩამოყალიბდეს ნდობა და რწმენა ქართველ პოლიტიკოსებს და ხალხს შორის.
საქართველოს მთავრობას, მმართველ გუნდთან, ერთად აქვს პასუხისმგებლობა, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან, ქართული დემოკრატიისთვის.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების გამოსწორების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარადგინონ საბოლოო დასკვნები", - წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ასევე გამოთქვამენ რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა ზომას დემოკრატიული პროცესის პირობებში, რათა განიხილოს საჩივრები და განიხილოს დარღვევების მტკიცებულებები, ასევე, იპოვოს გზა დიალოგისკენ მათთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
"ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ და კონსტრუქციული როლი შევასრულოთ ამ დიალოგში.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლიციის ძალის გამოყენებაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ გამოიწვიონ ძალადობის პროვოცირება ქუჩებში.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ხელისუფლების ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო კონცენტრირდება ევროინტეგრაციაზე და ეყოლება პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა