საქართველომ ერევნისა და ბაქოს თხოვნით გახსნა საჰაერო დერეფანი რუსი სამშვიდობოებისათვის - აბაშიძე

საქართველო, თბილისი - 16:37 | 11.11.2020
ნანახია: 466

საქართველომ ერევნისა და ბაქოს თხოვნით გახსნა საჰაერო დერეფანი რუსი სამშვიდობოებისათვის. აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძემ "ეხო კავკაზასთან" საუბრისას.

"რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გაემგზავრება მთიან ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები", - აცხადებს აბაშიძე.

აბაშიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულფასოვან პროცესს.

რუსეთს სამხედრო კონტიგენტის მთიან ყარაბაღში განთავსება რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ, გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე