ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას COVID-19 დაუდასტურდათ

საქართველო, თბილისი - 16:23 | 11.11.2020
ნანახია: 754

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩების წინ, პროტოკოლის მიხდვით, მატჩამდე ორი დღით ადრე ფეხბურთელებს ტესტირება ჩაუტარდათ - ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 12 ნოემბერს ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან უნდა გამართოს.

"10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე