ერევანში, ოპოზიციის აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 11.11.2020
ნანახია: 649

ერევანში გამართულ მასობრივი საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

როგორც „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის მთავრობის აპარატის უფროსი ედუარდ აგაჯიანი წერს, დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ და საკონსტიტუციო წყობის დამხობისკენ მიმართული მოწოდების გაკეთება. მისივე თქმით, ორი ეჭვმიტანილი, სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ცემაშიც მონაწილეობდა.

თავისუფლების მოედანზე, სადაც 17 ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქცია მართავს, საპოლიციო ძალები და სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. სომხური მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციის ლიდერებიც.

სომხეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერდა ხელი. ოპოზიცია ამ შეთანხმების გაუქმებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე