კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 11.11.2020
ნანახია: 454

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დანარჩენი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება: ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 45 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 421 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე