ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 11.11.2020
ნანახია: 449

ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მტკიცებით, მათ უდანაშაულობას არსებული ვიდეო-კადრებიც ადასტურებს, თუმცა სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ.

მოსამართლემ გუშინ, დღის ბოლოს მხოლოდ ერთი დაკავებულის ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე მიმდინრეობდა. მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები მათი წევრების დაკავებას სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებითა და მუსიკით აპროტესტებდნენ.

მოძრაობა "სირცხვლიას" წევრები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. ამ ორ აქტივსიტთან ერთად დაკავებული ლექსო მაჭავარიანი გუშინ მოსამართლემ 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფა.

"ბრალდების მხარე მოვიდა იმ მტკიცებულებებით ჩვენ წინაღმდეგ, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოდგეს. კადრებში ჩანს ყველაფერი, რას ვაკეთებდით, როგორ, სად ვიდექით და ადამიანები საპირისპიროს გვიმტკიცებენ, თეთრზე გვიმტკიცებენ შავს", - თქვა ნოდარ რუხაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე