თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:44 | 11.11.2020
ნანახია: 420

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროსაც უნდა იყოს "ხალხის მასობრივი მობილიზაცია". ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

"მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. ვერ დაგვჩაგრავენ".

17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვა. მისი ვიზიტი ორდღიანი იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე