არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 18:21 | 10.11.2020
ნანახია: 377

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ დიალოგის მოწინააღმდეგე არავინ არის, თუმცა ეს დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.

"როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ, სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი და ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, არავინ, ვინც რუსთასვლზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალიოგი გაიმართება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ, ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით, - ამბობს ნიკა მელია.

დღეს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პარტიებს პოლიტიკური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდა, მოგვიანებით კი თავისი პოზიცია განმარტა და განაცხადა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე