მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს - გრიგოლ ვაშაძე განცხადებას განმარტავს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 10.11.2020
ნანახია: 407

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაზე რამდენი ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

„დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - წერს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" - ვაშაძის სრული განცხადება იხილეთ აქ

ოპოზიციურმა პარტიებმა გრიგოლ ვაშაძისგან განმარტება მოითხოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე