კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს ომის დასრულებას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:03 | 10.11.2020
ნანახია: 462

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის დასრულებას ეხმიანება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.

"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა გამო და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს.

მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე