თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიითვის - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 14:38 | 10.11.2020
ნანახია: 602

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ის ადამიანი პარტიის თამჯდომარე დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიითვის, - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის თავჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გაცხადებასთან დაკავშირებით.

"რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!", - წერს ჟორჟოლიანი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" - ვაშაძის სრული განცხადება იხილეთ აქ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე