სახელმწიფო ინსპექტორმა პოლიციელის მხრიდან აქციაზე დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:50 | 10.11.2020
ნანახია: 501

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან 2010 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწო, - აღნიშნულის შესახენ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„2020 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან 2010 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა გ. მ. და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე