დიალოგი სწორი ინსტრუმენტია ასეთი კრიზისების განსამუხტად - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 13:45 | 10.11.2020
ნანახია: 421

დიალოგი სწორი ინსტრუმენტია ასეთი კრიზისების განსამუხტად. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია ეუთოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებებს, სადაც სადამკვირვებლო მისია მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე, ეხმიანება.

მისი თქმით, დიალოგის დასაწყებად აუცილებელია, ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება.

"დიალოგი სწორი ინსტრუმენტია ასეთი კრიზისების განსამუხტად და ოპოზიციის, კერძოდ "ევროპული საქართველოს" პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო. ბუნებრივია, დიალოგი იმ საკითხზე უნდა იყოს, რამაც კრიზისი შექმნა. ეს არის, სამარცხვინო პროცესის შედეგად მიღებული შედეგების გაუქმება და ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე