რუსეთმა ყარაბაღში სამხედრო კონტიგენტის განლაგება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:39 | 10.11.2020
ნანახია: 634

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის დროით 06:00 საათიდან, მთიან ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო კონტიგენტის განლაგება დაიწყო.

მათი განცხადებით, ყარაბაღში უკვე გაემგზავრა პირველი რუსული თვითმფრინავი Ил-76. პარალელურად, სომხეთმა დაიწყო ჯარის გაყვანა ტერიტორიიდან.

"რუსეთის ფედერაცია იწყებს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად ", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთი ყარაბაღში 1960 სამშვიდობოსა და 470 ტექნიკას გაგზავნის.

რუსეთს სამხედრო კონტიგენტის მთიან ყარაბაღში განთავსება რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ, გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, რუსეთი სამშვიდობო მისიას თურქეთთან ერთად შეასრულებს, თუმცა შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი თურქეთის მონაწილეობის შესახებ.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე