ივანიშვილო, სერიოზულად ფიქრობ, მე ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე? - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:35 | 09.11.2020
ნანახია: 578

ივანიშვილო, სერიოზულად ფიქრობ, მე ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე? მთელი ცხოვრება აფსაიდში ვიყო ჩემი ქვეყნის გარეთ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდემიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ის მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს, თუ მის დაპატიმრებას ვერ გაბედავენ.

"რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი შესვლა და პარლამენტის ლეგალიზაცია. ვიხილავ ამ საკითხს, რომ გამოვაცხადო თარიღი მანამდე, ავიღო თვითმფრინავის ბილეთი, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად, მე არაფრის მეშინია. თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი, მათ იმდენად მოარყევს, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი. უფრო ადვილი იქნება. თუ არადა არაფრის მეშინია. არც ერთი თანამდებობა არ მსურს, რაც არ არ უნდა შემომთავაზონ გამარჯვების შემთხვევაში, უარს ვიტყვი. მინდა ვიყო ჩემი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე. მინდა ჩემს ვენახში დავბრუნდე. ჩემთვის უმძიმესი რაღაცაა, რომ რვა წელია ოლიგარქი არ მიშვებს იმ ქვეყანაში, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ყოველთვის ვფიქრობდი ჟორდანიას მთავრობა როა ისე, მთელი ცხოვრება გაატარეს საფრანგეთში და ვერასდროს დაბრუნდნენ. ივანიშვილო, სერიოზულად ფიქრობ, მე ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე? მთელი ცხოვრება აფსაიდში ვიყო ჩემი ქვეყნის გარეთ? სერიოზულად ფიქრობთ, რომ იმას შევეგუები ჩემს ქვეყანაში სიცოცხლის ბოლომდე არ დავადგა ფეხი?", - განაცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე