დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 20.01.2016
ნანახია: 1340

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (43 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წელს 11 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე